








ავტოკრატიულ, ძალადობრივ მმართველობას, რომელიც წარსულის მავნე და საბჭოთა რუსული პრაქტიკის გადმონაშთია და მის გამოვლინდებებს:



ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მშვიდობიანი და სამართლებრივი გზებით, როგორც საპროტესტო აქციებით, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, რათა დაინიშნოს სამართლიანი არჩევნები და დავიბრუნოთ ქვეყნის მომავალი.
ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ძალების კონსოლიდაციას, გაერთიანებას, სიმართლის გავრცელებას და ახალი მომხრეების შემატებას. სამართლიან პროტესტში სრულიად საქართველოს ჩართვას.

ახალი არჩევნების ჩანიშვნა ქართული ოცნების მარცხის პირველი ნაბიჯი იქნება, მაგრამ ჩვენი ბრძოლა სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის გაგრძელდება. ჩვენ ვიქნებით დარაჯები, რათა მმართველმა ძალამ ვერ მოახერხოს ახალი მანიპულაციები და პროცესის კიდევ ერთხელ გაყალბება.
ჩვენი ძალისხმევითა და პრეზიდენტის მეთაურობით საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შექმნან არჩევნებისკენ მიმავალი ეფექტური გეგმა, რომელიც დაექვემდებარება საჯარო განხილვებს. ეს გეგმა შეიძლება იყოს რამდენიმე და აზრთა ჭიდილისა და საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად შეჯერდება. მიღებული გეგმა გავრცელდება ყველგან და ყველა ფორმით, მედიით, კარგადაკარ სიარულით, რეგიონებში, უნივერსიტეტებში და ყველა საზოგადოებრივ სივრცეში. მნიშვნელოვანია შეიქმნას საზოგადოებრივი მექანიზმები, ინსტრუმენტები, რომლებიც გეგმის განხორციელებას უზრუნველყოფენ.

თუ წინა პუნქტი სრულდება, თუ ჩვენ გვაქვს და მივყვებით გამჭვირვალე და ნათელ გეგმას, როგორ დავიცვათ ჩვენი არჩევანი, არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იქნება. ყველა სხვა ქვეყნის მაგალითი, სადაც მსგავსი პროცესები განვითარდა, გვარწმუნებს, რომ თუ ქართული ოცნების მხარდაჭერა 20 პროცენტზე მეტი არ იქნება, ჩვენ გავიმარჯვებთ და გამყალბებლები ვერაფერს მოახერხებენ.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს წარსული არჩევნების გამოცდილება და ქართული ოცნების უნარი გაგვაოცოს საკუთარი უსინდისობით, უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი სცენარისთვის და შემზადებული გვყავდეს საზოგადოება, რომ ხელახალი გაყალბების შემთხვევაში საკადრისი პასუხი გავცეთ კანონდამრღვევებს.

საქართველოს მომავალი ეკუთვნის ხალხს და არა ერთ რომელიმე პარტიას. ვერცერთმა ძალამ ვეღარ უნდა მოახერხოს ძალაუფლების სრულიად და საკუთარ ხელში მოქცევა.
არსებული პარტიული და პოლიტიკური სისტემა უნდა დაინგრეს. პარტიები, რომლებიც დემოკრატიული წესებით არ თამაშობენ, უნდა გაქრნენ პოლიტიკური ველიდან, ან ჰქონდეთ მინიმალური რეიტინგი. საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს ახალი დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშეების გამოჩენას, საყოველთაოდ უნდა დაინერგოს პრაიმერიზების სისტემა, სადაც რიგითი მებრძოლი შეიძლება გახდეს ლიდერი. პოლიტიკური პარტიების ლიდერი უნდა ხდებოდეს ხალხის მხარდაჭერით და არა ერთი ჯგუფის მიერ დაწერილი სიით. უნდა შეიქმნას ახალი მმართველობის დემოკრატიული და გამჭვირვალე მოდელი.
მოქალაქეებმა უნდა გავითავისოთ, რომ ნებისმიერი მთავრობა პასუხისმგებელია ხალხის წინაშე. მათ აქვთ ვალდებულებები ჩვენი მიმართ და ჩვენ უნდა ვიქცეთ გარანტებად, რომ ვერავინ გადაუხვევს ამ გზას.

ვოცნებობთ ქვეყანაზე, სადაც მთავრობა ემსახურება ხალხს და არა პირიქით. ქვეყანაზე, სადაც კანონი მოქმედებს ყველასთვის თანაბრად და სადაც ადამიანებს არ უწევთ ქვეყნიდან გაქცევა და ემიგრაციაში წასვლა.
ქვეყანაზე, რომელიც არის ეკონომიკურად ძლიერი, სოციალურად სამართლიანი და კულტურულად მდიდარი.

გადახედეთ “ისაუბრეს”-ის უახლეს ვიდეოებს! ნახე, რაზე საუბრობენ დღეს.

გადახედე „ორ ცეცხლს შუა“-ს ბოლო ეპიზოდებს! ყველაზე ცხელი თემები — აქ და ახლა

თუ გჭირდებათ ტელეფონის დატენვა, შესვენება, ცხელი ყავა/ჩაი თუ რაიმე სხვა, შეგიძლიათ შემდეგ ბარებში მიხვიდეთ:


გმადლობთ, რომ დაინტერესდით “ისაუბრეს” მხარდაჭერით. სანამ განახორციელებთ დონაციას ან გააფორმებთ ყოველთვიურ გამოწერას, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ პირობებს. დონაციის განხორციელებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ ყველა პირობას.
1. დონაციის ბუნება და თანხის დაბრუნება
– “ისაუბრე”-ს მხარდაჭერა (როგორც ერთჯერადი, ისე ყოველთვიური) არის ნებაყოფლობითი დონაცია.
– ყველა განხორციელებული დონაცია არის საბოლოო და არ ექვემდებარება დაბრუნებას ან გაუქმებას (non-refundable).
2. მხარდაჭერის ტიპები
თქვენ შეგიძლია აირჩიოთ ყოველთვიური ან ერთჯერადი დონაცია.
– ერთჯერადი დონაცია: თქვენ ირჩევთ ერთჯერად თანხას, რომელიც ჩამოიჭრება თქვენი ბარათიდან მხოლოდ ერთხელ.
– ყოველთვიური გამოწერა (განმეორებადი დონაცია): თქვენ ირჩევთ ყოველთვიურ ფიქსირებულ თანხას.
3. ერთჯერადი დონაციის სახეები
ერთჯერადი დონაცია შეგიძლიათ განახორციელოთ როგორც ჩვენი სისტემის გამოყენებით (ბარათის მონაცემების შეყვანით), ისე საბანკო გადარიცხვების საშუალებით.
– ქართული ბანკები: TBC და BOG;
– უცხოური ბანკი: Raiffeisen Bank;
– დამატებითი სერვისები: Wise, Paypal, Stripe;
– კრიპტო: ბიტკოინი და ეთერიუმი.
4. ყოველთვიური გამოწერის ბილინგი
– ავტომატური განახლება: ყოველთვიური გამოწერა ავტომატურად განახლდება. თქვენ მიერ არჩეული თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება თქვენს მიერ მითითებული ბარათიდან ყოველ თვე, გამოწერის გაფორმების კალენდარულ რიცხვში.
– ბილინგის თარიღი: თუ თქვენი გამოწერა დაიწყო თვის 29-ე, 30-ე ან 31-ე რიცხვში, იმ თვეებში, რომლებსაც ეს რიცხვები არ აქვთ (მაგ. თებერვალი), ჩამოჭრა მოხდება თვის ბოლო დღეს.
5. ყოველთვიური გამოწერის გაუქმება
– გაუქმების უფლება: თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი ყოველთვიური გამოწერა ნებისმიერ დროს.
– გაუქმების პროცესი: გამოწერის გასაუქმებლად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ჩვენს იმეილზე isaubreisaubre@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ სოციალურ ქსელებში.
– მოთხოვნის დამუშავება: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გაუქმების მოთხოვნის დამუშავებას შეიძლება დასჭირდეს 2-3 სამუშაო დღე. მომდევნო თვის ჩამოჭრის თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ გაუქმების მოთხოვნა თქვენი განახლების თარიღამდე სულ მცირე 3 (სამი) სამუშაო დღით ადრე.
6. გადახდის უსაფრთხოება
– გადახდის პროცესორი: ყველა გადახდას უსაფრთხოდ ამუშავებს მესამე მხარის სისტემა Stripe.
– ბარათის მონაცემები: Isaubre ვერ ხედავს, არ აგროვებს და არ ინახავს თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის სრულ ინფორმაციას ჩვენს მონაცემთა ბაზაში. თქვენი გადახდის დეტალები დაშიფრულია და იმართება უშუალოდ Stripe-ის მიერ.
7. პირობების ცვლილება
“ისაუბრე” იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეცვალოს ეს პირობები. ცვლილებები ძალაში შევა ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. თქვენი ყოველთვიური გამოწერის გაგრძელება ცვლილებების შემდეგ ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით განახლებულ პირობებს.
8. საკონტაქტო ინფორმაცია
ამ პირობებთან ან თქვენს გამოწერასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: isaubreisaubre@gmail.com
“ისაუბრეს მხარდამჭერობა”, დონაციის ერთ-ერთი ფორმაა და ის ყოველთვიურ დონაციას გულისხმობს, ისაუბრეს გამოწერის შემთხვევაში, ჩვენ მოგიწვევთ ფეისბუქის დახურულ ჯგუფში, სადაც თქვენ:
ამ ყველაფერში ჩართვა ნებაყოფლობითია. თქვენი ნდობა და დონაცია უკვე უდიდესი სტიმული იქნება და დაგვეხმარება, რომ “ისაუბრე” სრულყოფილად ფუნქციონირებდეს.
როგორ გახდეთ “მხარდამჭერი”?
დიდი მადლობა წინასწარ. ამ გადამწყვეტ მომენტში თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანა.
„ისაუბრე“ არსებობს იმისთვის, რომ საზოგადოებას მიაწოდოს სანდო, გასაგები და დამოუკიდებელი ინფორმაცია. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება, შევინარჩუნოთ თავისუფლება პოლიტიკური თუ კორპორაციული გავლენისგან.
შემოწირულობის განხორციელებით თქვენ ეთანხმებით შემდეგ პირობებს:
თქვენი შემოწირულობა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისადმი სოლიდარობის გამოხატულებაა. ის უზრუნველყოფს, რომ „ისაუბრე“ დარჩეს საზოგადოების ხმად და არა — ცალკეული ინტერესების გამტარებლად.