კიბერუსაფრთხოება მოიცავს ტექნოლოგიების, პროცესებისა და პრაქტიკების ერთობლიობას, რომელიც იცავს ქსელებს, მოწყობილობებს, პროგრამებსა და მონაცემებს მავნე შეტევებისგან. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია ჩვენი პერსონალური მონაცემების 100%-ით დაცვა, შესაძლებელია ბოროტმოქმედებისთვის საქმის გართულება (ქურდმა შეიძლება მაინც მოახერხებს სახლში შეჭრა, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ კარი არ ჩავკეტოთ).
მესენჯერების დაცვა: მესინჯერის აპლიკაციებში, როგორიცაა WhatsApp, Viber, Signal და Telegram, ჩართეთ ორბიჯიანი ვერიფიკაცია, რათა გაზარდოთ ანგარიშის უსაფრთხოება.
ხოლო ორბიჯიანი ვერიფიკაციისთვის, ერიდეთ სმს ის გამოყენებას, მის მაგივრად გამოიყენეთ Ente Auth აპლიკაცია.
საეჭვო ბმულები: არ დააჭიროთ საეჭვო ბმულებს, რომლებიც SMS-ით ან ელფოსტით მოგდით. გამოიყენეთ VirusTotal.com, რათა გადაამოწმოთ ბმულები ან ფაილები გახსნამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საიტი security.foi.ge. იქ თქვენ იხილავთ, უფრო დაწვრილებით და ნამდვილად სანდო ინფორმაციას კიბერუსაფრთხოების შესახებ
„ისაუბრე“ არსებობს იმისთვის, რომ საზოგადოებას მიაწოდოს სანდო, გასაგები და დამოუკიდებელი ინფორმაცია. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება, შევინარჩუნოთ თავისუფლება პოლიტიკური თუ კორპორაციული გავლენისგან.
შემოწირულობის განხორციელებით თქვენ ეთანხმებით შემდეგ პირობებს:
თქვენი შემოწირულობა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისადმი სოლიდარობის გამოხატულებაა. ის უზრუნველყოფს, რომ „ისაუბრე“ დარჩეს საზოგადოების ხმად და არა — ცალკეული ინტერესების გამტარებლად.